ცათამბჯენის აშენება Photoshop-ში
ამ Photoshop გაკვეთილში გაიგებთ თუ როგორ გადავაკეთოთ არცთუ ისე მაღალი შენობა ნამდვილ ცათამბჯენად.

1. აირჩიეთ ინსტრუმენტი -
Rectangular Marquee Tool (M).
ახლა გავადიდოთ (CTRL + SPACE) ის შენობა, რომლის გადაკეთებასაც ვაპირებთ.
2. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეეცადეთ გამოყოთ შენობა ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. შემდეგ დააკოპირეთ გამოყოფა.
(Edit > Copy)

3. ამის შემდეგ ჩასვით გამოყოფა. (Edit > Paste).
ლეიერების პალიტრაზე გამოჩნდება ახალი ლეიერი, რომელიც გამოყოფის კოპირებით გაჩნდა(ლეიერების პალიტრის ჩასართველად -
Windows -> Layers).
4. შემდეგ აირჩიეთ გადასაადგილებელი ინსტრუმენტი (Move Tool), დაკოპირებული გამოყოფის ლეიერი მონიშნეთ და შემდეგ შენობის ეგ ნაწილი
გადაიტანეთ ზევით.

5. თუ გსურთ შენობის კიდევ გადიდება, გაიმეორეთ 2,3,4 ნაბიჯები. ესეც შედეგი.

კატეგორია: photoshop
ნანახია 9541-ჯერ
პოპულარული:
ფოტოშოპ Halloween ფოტოშოპში ოცნებები ხდება ეფექტური ტექსტი Meta Refresh - გვერდის განახლება და გადამისამართება ვღებავთ მანქანას
ახალი:
გარდასახვა ფოტოშოპში ფოტოშოპ Halloween ფოტოშოპში ოცნებები ხდება 3D რგოლები Photoshop ზაგარი
კომენტარის დამატება:
|