3D რგოლები
ამ გაკვეთილში ვნახავთ, როგორ გავაკეთოთ მოცულობითი, სხვადასხვა ფერის და ზომის რგოლები
შექმენით ახალი დოკუმენტი 600 х 600 px.
აირჩიეთ ინსტრუმენტი და დახატეთ 100px სიმაღლის მართკუთხა გამოყოფა, შემდეგ კი Paint Bucket Tool-ით შეღებეთ ლურჯად.

ახლა დახატეთ მეორე გამოყოფა დაახლოებით 50px სიმაღლის და დაადეთ წინა მართკუთხედს. შეღებეთ ცისფრად.

ისევ გააკეთეთ გამოყოფა ისე, რომ ის იყოს ამ ორი მართკუთხედის შუაში, როგორც სურათზეა ნაჩვენები:

Filter->Pixelate->Color Halftone
პარამეტრები:
- Max. Radius 10px
- დააყენეთ "0" ყველა არხისთვის

ისევ გავაკეთოთ გამოყოფა, მაგრამ ახლა მთლიანად ფერადი ნაწილის. ახლა გადადით მენიუში: Select->Feather->3px

Filter->Blur->Motion Blur
Angle(კუთხე): 90
Distance: 60px
შემდეგ Filter->Sharpen->Sharpen
დააჭირეთ CTRL+F ორჯერ, რათა გავიმეოროთ ფილტრის მოქმედება.
ახლა დააჭირეთ CTRL+D.

შემდეგ გადადით მენიუში: Filter-> Distort-> Polar Coordinates
აირჩიეთ: Rectangular to polar

ახლა გამოვიყენოთ ინსტრუმენტი , რათა გამოვყოთ და ამოვჭრათ რგოლი. თავიდან შემოავლეთ გარეთა ზღვარს (გამოყოფისას დააჭირეთ Shift-ს, რათა შენარჩუნდეს პროპორციები), გადადით მენიუში Select->Inverse, რათა შევაბრუნოთ გამოყოფა და დააჭირეთ Delete ღილაკს. ახლა იგივე ინსტრუმენტით გამოვყოთ რგოლის გული, ის, რაც არ გვჭირდება და წავშალოთ.
დავუმატოთ მოცულობა. ამისთვის ლეიერების პანელში, ქვემოთ, დააჭირეთ Add a layer style-ს და აირჩიეთ Bevel and Emboss... პარამეტრები დააყენეთ ისე, როგორც სურათზეა მოცემული:

შაბლონი მზადაა. ახლა ფერი შეგვიძლია შევცვალოთ HUE/ SATURATION-ის (Ctrl + U) გამოყენებით, ხოლო ზომა Edit->Free Transform (Ctrl+T)-ით და თქვენ შეძლებთ უამრავი ასეთი რგოლის გაკეთებას:


კატეგორია: photoshop
ნანახია 7367-ჯერ
პოპულარული:
ფოტოშოპ Halloween ფოტოშოპში ოცნებები ხდება ეფექტური ტექსტი Meta Refresh - გვერდის განახლება და გადამისამართება ვღებავთ მანქანას
ახალი:
გარდასახვა ფოტოშოპში ფოტოშოპ Halloween ფოტოშოპში ოცნებები ხდება Photoshop ზაგარი ფოტოშოპი ნაოჭების წინააღმდეგ
კომენტარის დამატება:
|